Saturday, February 15, 2014

მეცხრე დღე

    დღეს იყო ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო დღე.ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ჩვენს ბლოგებზე.შემდეგ მე და ჩემმა კოლეგებმა გავაკეთეთ  ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციები,რომელიც ძალიან  შთამბეჭდავი იყო.მოვისმინე ძალიან აქტუალური და მრავალფეროვანი პრეზენტაციები.ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას

პროექტის პოტფოლიო

პორტფოლიო

Friday, February 14, 2014

მერვე დღე

დღევანდელი დღე აქტიური და საინტერესოა დავალებებით.
დღეს  ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,რომელიც განვათავსე ჩემს პორტფოლიოში.ასევე  დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა,სადაც დეტალურად განვიხილე პროექტზე მუშაობის პროცესი.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- მეშვიდე დღე

Sunday, February 9, 2014

მეექვსე დღე

9.02.2014
დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესოა.
დღე დაიწყო წინა დღის რეფლექსიით.დავასრულე პრეზენტაცია,რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე google drive-ით.ვისწავლეთ ბლოგზე გამოქვეყნების ორი ხერხი.ჩავსვი ვიდეო დამხმარე რესურსებში YOUTUBE-იდან.
გავხსენი google drive-file-publish to the web-start publishing-ok-Embed code shevtsvale prezentatsiis zoma-small-Embed-blogze HTML ctrl v compose-update

Saturday, February 8, 2014

მეექვსე დღე-პორტფოლიოს პრეზენტაცია

პრეზენტაცია

მეხუთე დღე-

8.02. 2014
  დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია.დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიით.ვისწავლეთ გვერდების ჩამატება ბლოგზე,რომელიც ძალიან საინტერესო იყო.
  გავეცანი საავტორო უფლებებს და საავტორო უფლებების თანახმად გადმოვტვირთე პროექტისათვის აუცილებელი და საჭირო მასალები:სურათები,ტექსტი ინგლისურ ენაზე და ვიდეო,რომელიც განვათავსე ჩემს პორტფოლიოში,ასევე დავიწყეთ მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე,რომელიც ჯერ არ დამისრულებია,იმედია პროექტი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება,როგორც მოსწავლეებისათვის ასევე საზოგადოებისათვის.

Sunday, February 2, 2014

მეოთხე დღე:

       2  თებერვალი,2014

     დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი  და საინტერესო იყო.
გავაკეთეთეთ ჩვენი პორტფოლიო,შევქმენით პროექტის გეგმა,მიმართულების მიმცემი კითხვები -ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგებზე და ჩემი კოლეგებისგან მივიღე ძალიან საინტერესო კომენტარები.
     მიუხედავად ზამთრის ყინვიანი და სუსხიანი დღისა,დილა პროდუქტიული და საქმიანია.

Saturday, February 1, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები-მესამე დღე


 თემა-ჯანსაღი კვება:

ზოგადი კითხვა


  •  ფიქრობთ რომ სწორად იკვებებით?
  • კვების დროს რა სახის პროდუქტს ანიჭებთ უპირატესობას?

                                 
თემატური კითხვა


  •   როდის გქონდათ ბოლო ვიზიტი სტომატოლოგთან?
  •  თქვენი აზრით,რა არის უპირველესი ფაქტორი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
  • ეთანხმებით თუ არა გამოთქმას:"თქვენ ხართ ის რასაც ჭამთ".


შინაარსობრივი კითხვა



  • რა გავლენას ახდენს სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობაზე?
  •  როგორ ივსებს ორგანიზმი სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებებს საკვებიდან?           თუ გსმენიათ ვიტამინებით გამოწვეული დაავადებების  შესახებ?
  •   შეგიძლიათ ტექსტის თანახმად დაასახელოთ  პროდუქტები,რომელიც "სუპერფუდის" სახელითაა ცნობილი?
  • რატომ არის   ეს პროდუქტები მნიშვნელოვანი?



Sunday, January 26, 2014

26 იანვარი,2014

მეორე დღე:
    დღეს გავაკეთეთ  პირველი მოდულის მეოთხე აქტივობა-პუბლიკაციისათვის ბროშურის  მომზადება.სამუშაო ძალიან საინტერესო,სასიამოვნო და სასარგებლოა.
   გადავწყვიტე ჩემი ცოდნა გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს და მათთან ერთად ვიმუშაო ჩვენი ერთობლივი პროექტისათვის,მოვამზადოთ ბროშურები,რომელსაც გავავრცელბთ სოფლის მოსახლეობაში და სკოლაში.

Saturday, January 25, 2014

საღამო მშვიდობის:

დღეს იყო პირველი დღე intelis ტრენინგის.

პროექტებით სწავლება
თემა:პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი.
ჩემთვის ძალიან საინტერესო,სასარგებლო და სამომავლოდ გასათვალისწინებელი
ინფორმაცია მივიღე და ჩემით შევქმენი ბლოგი.ეს უკვე პროგრესია,ქალბქტონო ლალი
ეს თქვენი დამსახურებაა და ამისათვის უღრმესი მადლობა.

როგორც  პირველი მცდელობა მგონი არც ისე ცუდია.....